თმის გამოცვლა

“თმის გამოცვლა” პროცედურა, ესეც ჩვენი ინოვაციური პროექტია!

თმის გამოცვლა

რა არის “თმის გამოცვლა”.

როგორც სიტყვა მიგვანიშნებს, ხდება არსებული თმის სრული შეცვლა: ფერის, სტრუქრურის, ხარისხის.. ისეთად, როგორსაც მოისურვებთ.

ბევრი თქვენგანისთვის ალბათ ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც საკუთარი თმა იმდენად გაღიზიანებთ, რომ თავის გადაპარსვაზეც კი ფიქრობთ.

შეღებვა-გაღიავებისგან, ქიმიური დახვევა-დასწორებისგან, ყოველდღიური თერმული ზემოქმედებისგან დამწვარი, დაზიანებული თმა, დამეთანხმებით ძალიან ცუდი სანახავია. რაც ყველაზე მთავარია, ჩაცმულობას და მაკიაჟსაც ვეღარ იხდენთ.. ვიცი, არ დააკლებთ მოვლას და ძვირადღირებულ საშუალებებს, მაგრამ შედეგი? – არაფერი! სწორედ ასეთი მდგომარეობისთვის შევიმუშავეთ “თმის გამოცვლა”.

* რათქმა უნდა არსებობს თმის აღდგენის სალონური პროცედურები (ლამინირება, ბიო-აღდგენა, კერატინი და ა.შ) მაგრამ სტილისტს ძალიან სიფრთხილე მართებს, სანამ თქვენს თმას მოკიდებს ხელს. თმის დაზიანებასაც თავისი ხარისხი აქვს, ეს პროცედურები გარკვეულ მცირე-დაზიანებაზე გამოიყენება, ხოლო ძლიერი დაზიანების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პროცედურები კეთდება მაღალ ტემპერატურაზე თერმული ზემოქმედებით, რომელიც კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებს ძალიან დაზიანებულ თმაზე და შესაძლოა თქვენი თმის ძირებიდანვე დაწყვეტა გამოიწვიოს. გირჩევთ, ამ საკითხზე გამოცდილ სტილისტს სთხოვოთ დახმარება ან გაიკეთოთ ტესტი თმის პატარა ნაწილზე.

როგორ ხდება “თმის გამოცვლა”.

პირველ რიგში ვარჩევთ ახალ თმას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით.

არ არის აუცილებელი გრძელი თმა. შესაძლოა ეს იყოს მოკლე ან საშუალო სიგრძე.

უმჯობესია თმა იყოს  ტალღოვანი ან ხვეული სტრუქტურის. (რადგან ასეთი სტრუქტურა შესანიშნავად ნიღბავს მცირედ ნაკლოვანებებს და საკუთარ დაზიანებულ თმას.

ვიწყებთ პროცედურას თქვენი დაზიანებული თმის დამუშავებით (იღებება, იჭრება საჭიროებისამებრ) და შერჩეული ვარცხნილობის მიხედვით, ინდივიდუალურად მაგრდება ახალი, ბზინვარე თმები, თქვენი თმის ძირებში, ისე რომ სრულიად იფარება დაზიანებული თმა.

უმეტესწილად ეს პროცედურა კეთდება ცხელი მეთოდით , როგორც კერატინით დაგრძელებისას. თუმცა არის შემთხვევები როდესაც თმა ნაკლებად დაზიანებულია და ნაკლებად უწევს დამოკლება, რაც შესაძლებლობას აძლევს სტილისტს ცივი მეთოდით იმუშაოს…

პროცედურის ხანგრძლივობა 1 სთ-დან 3 სთ-მდე გრძელდება, გააჩნია მეთოდს,

თავდაპირველ დღეებში შესაძლოა თმის ძირებში მცირე დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რამოდენიმე დღეში ისე გაითავისებთ და იმდენ კომპლიმენტს მიიღებთ, რომ ვეღარასოდეს წარმოიდგენთ თქვენს იმიჯს ასეთი ლამაზი თმის გარეშე 😉

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ან ჩაეწეროთ უფასო კონსულტაციაზე 597-533737; 597 26-3737

ან მობრძანდეთ ვაჟა ფშაველას 78 ა, ყოველდღე 11-დან 7 საათამდე. კონსულტაცია უფასოა