თმის დაგრძელება იაფად

თმის დაგრძელება იაფად ! საკმაოდ ხშირად გვხვდება მსგავსი შინაარსის განცხადებები და თუ თქვენც ჩვენი ერთერთი ნათელი მაგალითის მსგავსად სიტყვა “იაფის” მნიშვნელობის ცდუნებას ვერ უძლებთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები !!! თმის დაგრძელება იაფად
გარდა იმისა , რომ არაპროფესიონალის მიერ დაგრძელებული თმა შესაძლოა ვიზუალურად რეალური შედეგი ძალიან განსხვავდებოდეს მოლოდინისგან, აგრეთვე არის საშიშროება , რომ საკუთარი თმა დაზიანდეს, დაწყდეს ან სულაც კორექციის დროს მოსაჭრელი გაგიხდეთ,

ამიტომ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დარწმუნებული იყოთ სტილისტის პროფესიონალიზმში…

და თუ მაინც “ამ ერთხლ” გარისკვა გიღირთ (თანხის, მეგობრის რჩევის, ადგილმდებარეობის გამო და ა.შ.) აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები სანამ თმის დაგრძელების პროცედურას დაიწყებთ !!!
                                                              

                                                              რ ჩ ე ვ ე ბ ი   თ მ ი ს   დ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა /კ ო რ ე ქ ც ი ი ს  დ რ ო ს :

სიტყვა “იაფის”  მნიშვნელობაში დარწმუნდით !!! გადაამოწმეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, თმის ფასები ჩამოწერეთ ფურცელზე და დაუმატეთ მომსახურების საფასური (შეღებვა/დამაგრება).

ხშირ შემთხვევაში კლიენტთა მოსაზიდად, თმის ფასი ნაკლებია მომსახურების საფასურის ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის.

მას, შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ ერთიდაიგივე სიგრძის/ხარისხის თმა და კაფსულების რაოდენობა, ამა თუ იმ ადგილას შედარებით ნაკლები ჯდება , თამამად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე . 😉

  • გაარკვიე თმის ხარისხი ! ხშირად ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბუნებრივი თმა სინთეთიკურს (მითუმეტეს როდესაც საქმე გვაქვს ლამინირებულ თმასთან) არ დარჩეთ მოტყუებული და კარგად გაეცანით >>> როგორ გავარჩიოთ ბუნებრივი თმა სინთეტიკურისგან

  • დაინტერესდით მასალით ! არ მოგერიდოთ მოითხოვოთ დასაგრძელებელი მასალის შემოწმება.

    ცხელი დაგრძელების შემთხვევაში ნახეთ რომ იყოს ნამდვილი კერატინითმის დაგრძელება იაფად.

    იგი ვიზუალურად პატარა გამჭირვალე ნაწილაკებია, რომელიც თერმული ზემოქმედებისას დნება და დამაგრებული თითქმის შეუმჩნეველია თქვენს თავზე.

    სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ცვილს იყენებენ (ცვილი კერატინისგან განსხვავებით იაფასიანი მასალაა), რომელიც ადვილად დნება, იბერება და გარდა იმისა , რომ შესაძლოა მოგძვრეთ დაგრძელებული თმა, საკმაოდ არაესთეტიური შესახედაობით გამოირჩევა.

    ცივი დაგრძელების შემთხვევაში გადაამოწმეთ კაფსულების ხარისხიანობა:

    კარგი ხარისხის კაფსულას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შიდა დამცავი სილიკონი.თმის დაგრძელება იაფად

    მექანიკური ზემოქმედებისას არ უნდა სძვრებოდეს ფერი.

    არ უნდა იყოს რბილი, ისეთი რომ ხელით შეგვეძლოს მისი გაბრტყელება.

    და უნდა იყოს თქვენი თმის შესაბამისი ფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ უშნოდ გამოჩნდება.

  • გადაამოწმეთ გადაყოფის ხაზი !

    როდესაც პროცედურას დაიწყებთ მეგობარს სთხოვეთ შემოგხედოთ, რომ გადაყოფის ხაზი იყოს იდეალურად სწორი.

    ( თუ მეგობარი არ გახლავთ თან, მოითხოვეთ სარკე, რომ თავად დარწმუნდეთ )

     სწორი ხაზის არ არსებობის შემთხვევაში საკუთარი თმა მალე აიხლართება ერთმანეთში და გარდა ამისა დიდი ალბათობაა იმის, რომ ადვილად დაგწყდეთ.

  • დაშორების იდეალური სიზუსტე! დასაგრძელებელი თმა თმის ძირებთან ძალიან ახლოს თუ დამაგრდა, დისკომფორტი შესაძლოა 1 დღის ნაცვლად 1 თვე გაგრძელდეს და თუ ძალიან შორს , კორექცია 3-6 თვის ნაცვლად პირველივე თვეს მოგიწევთ.

    მოკლედ თუ ყველა რჩევას ზედმიწევნით გაითვალისწინებთ და საბოლოო ჯამში თანხაც ყველაზე ნაკლები დაგიჯდებათ, მხოლოდ ისღა დამრჩება, რომ წარმატებული თმის დაგრძელება მოგილოცოთ !!! <3

P.S. და ბოლოს გახსოვდეთ !!! არასდროს ატაროთ ისეთი თმა, რომლის ფასი ერთ ქალზე ნაკლებია ))) თმის დაგრძელება იაფად
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *