თმის სახლის აქცია

315bda4769f51d4a1de4b5eba6bddc5b

 

“სარკევ, სარკევ ვინ არის ჩემზე ლამაზი?”- ეს ზღაპარია, თუმცა რეალობასთან გაიგივებული.

ცნობიერში თუ ქვეცნობიერში ყველა ქალს უნდა გამოიყურებოდეს ყველაზე ლამაზად !!!

 

და ამისთვის ირგებენ ახალ სტილს, იღებავენ თმას და ხარჯავენ უამრავ თანხას, რომ უფრო უკეთესები გახდნენ…გიფიქრიათ ისინი რას აკეთებენ სარკში ჩახედვისას, ვისაც საკმარისი თანხა არ აქვთ?!

ღმერთს მადლობას უხდიან , რომ მათ შვილებს საკვები არ აკლიათ და თმაში შეპარულ ჭაღარას მორცხვად არიდებენ თვალს, ისინი დიდი ხანია აღარ ეკითხებიან სარკეს თავის სილამაზეზე, მათ სხვა საზრუნავი აქვთ,

მაგრამ გულის სიღრმეში ყველას უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს . სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ აქციას !!!! თმის სახლის აქცია
სოციალურად დაუცველი ოჯახის ქალბატონებისთვის და მრავალშვილიანი დედებისთვის!!!!!

ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც წლებია უკვე ოჯახური პირობების გამო საკუთარი თავის მოვლას ვეღარ ახერხებს !!!

მოხარულები ვიქნებით სულ მცირედით მაინც თუ შევძლებთ მათ დახმარებას.

ჩვენ მზად ვართ კვირაში ერთხელ მივღოთ ის ქალბატონი და გავუწიოთ ყველანაირი სალონური მომსახურება ( თმის შეჭრა, შეღებვა, მელირება , დავარცხნა და ა. შ…) რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ !

მოგვაწოდეთ მინი დოსიე და საკონტაქტო ნომერი თქვენი ახლობლების, ნათესავების,მეგობრების ან სულაც ნაცნობების შესახებ, რომლებსაც თვლით, რომ ჩვენთან ვიზიტი ყველაზე მეტად სჭირდებათ .

P.S. აქცია გრძელდება 31 დეკემბრამდე !!!

 

 

 

2 thoughts on “თმის სახლის აქცია

  1. Gamarjobat chems megobars chirdeba tkveni daxmareba,aris 2 shvilis deda 29 clis da cxovrebashi arkofila salonshi tmebic ki araaqvs shegebili,unda ombres gaketeba zalian zalian,gamogvexmauret,madloba cinascar

     
    1. გამარჯობათ, გამოგვიგზავნეთ მეილზე ან ჩვენი FB-გვერძე საკონტაქტო ნომერი და არჩევის შემთხვევაში კვირის ბოლომდე დაგიკავშირდებით .

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *