თმის ცვენა

თმის ცვენა

 

 

ზოგადად ყოველდღიური თმის ცვენა (100 ღერამდე თმა)

ფიზიოლოგიური პროცესია ყველა ჯანმრთელი ადამიანისთვის,

მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ცვენა მატულობს (1000 ღერამდე დღეში) ,

რისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

 

 

 

 

Herbs and spices

 

სტრესი

ნერვიულობა

ჰორმონალური დისბალანსი

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ავთვისებიანი დაავადებები-სხივური ან ქიმიოთერაპია

ქიმიურ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი

ხანგრძლივი პერიოდით მედიკამენტების მიღება

არასწორი დიეტა  –  რომელიც იწვევს რკინის, თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტს ან ვიტამინების ნაკლებობას ( განსაკუთრებით E, B6) რაც პირდაპირპროპორციულია ამ პრობლემასთან.

აგრეთვე შესაძლებელია გამოწვეული იყოს კოსმეტიკური საშუალებებისგან (საღებავი, შამპუნი, ბალზამი).მოკლედ მიზეზი უამრავია , მთავარია მისი დროულად დადგენა.

თანამედროვე მედიცინაში უამრავი საშუალება არსებობს ამ პრობლემის გადასაჭრელად ეს იქნება გარკვეული პროცედურები თუ ძვირადღირებული პროდუქცია, თუმცა საბოლოო ჯამში 100% იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურად ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული .

ასე რომ, თუ გარისკვად არ გიღირთ, ან შესაძლოა გიღირდეთ კიდეც, მაგრამ უბრალოდ საშუალება არ გაქვთ, გთავაზობთ

რჩევებს და ხაRed Onionsლხურ რეცეპტებს, რომლის დამზადებაც თავადვე შეგიძლიათ სახლში, ზედმეტი ძალისხმევის და დანახარჯის გარეშე.

ძალიან ეფექტურია და მოსამზადებლად საკმაოდ ადვილია ხახვის ნიღაბი – მისგან გამოწურული წვენი ( 3 სუფრის კოვზი) თმის ძირებში უნდა შეიზილოთ და შეხვიოთ პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით, სითბული ეფექტის მისაღებად. ასევე ეფექტურია თუ დავუმატებთ ხახვის წვენს ალოეს და ზეითუნის ზეთს ,სასურველია გავიჩეროთ 30 წუთით დაბანამდე .

 

მდოგვი + შაქარი + კვერცხის გული + ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ეს მექსიკური ნიღაბია,
რომელიც ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ თმის ცვენისათვის, არამედ თმის ზრდის აქტივაციისთვის.
ნიღაბი მზადდება შემდეგი სახით: აიღეთ ორი სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი
და გახსენით რამოდენიმე სუფრის კოვზ ცხელ წყალში. მიღებულ მდოგვის ფაფას დაუმატეთ ერთი კვერცხის გული,
ერთი სუფრის კოვზი შაქარი და რამოდენიმე სუფრი კოვზი ზეითუნის ზეთი .

 

ალოეს ნიღაბი – გააჩერეთ ალოეს ფოთლები მაცივარში 10-12 დღის განმავლობაში, aloe-vera-gel-on-wooden-spoon-1
შემდეგ გამოუღეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
თმის ძლიერად ცვენის შემთხვევაში ეფექტურია მეორე ნიღაბიც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი,
ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ნივრის წვენი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. გაიკეთეთ ნიღაბი და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში.
თავი დაითბილეთ პოლიეთილენით ან პირსახოცით.გაიმეორეთ შედეგის მიხედვით.

 

tree-whiteoakმუხის ქერქი + ხახვის კანი + შავი პურის ნიღაბი – ერთი ჭიქა თანაბრად დაჭრილი მუხის ქერქი
(იყიდება აფთიაქებში) და ხახვის კანის ფურცლები
ადუღეთ 1 საათის განმავლობაში.
ხსნარი გაწურეთ და დაუმატეთ შავი პურის გული სანამ ხსნარი არ გადაიქცევა ფაფად.
მიღებული თბილი მასა შეიზილეთ თავის კანში, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი ან ქუდი და
გააჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. შემდეგ თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიშრეთ ბუნებრივად.

 

საკმაოდ ეფექტურია ასევე წითელი წიწაკის ნაყენი, 1 ცალ უხეშად დაფქვილ წითელ  წიწაკას დაუმატეთ 100მლ სპირტი 98% -იან273ი, შუშის ჭურჭელში მოათავსეთ და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირით,შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ სუფთა ქილაში, გამოყენებისას განაზავეთ 1:1 ზე გადადუღებულ წყალში და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში,შეიხვიეთ თავი ისე , რომ სითბო შეინარჩუნოთ. გაიჩერეთ იქამდე სადამდეც შეძლებთ (მაქსიმუმ 40 წუთი).

 

აბუსალათინის ზეთი  – ეს უკვე ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი საშუალებაა თმის ცვენის დასამარცხებლად, შეიზილეთ
დაბანამდე 40 წუთით ადრე, უმჯობესი იქნება თუ დავუმატებთ კვერხის გულს.

თუ ფიქრობთ, რომ თმის ცვენა გამოწვეულია, სწორედ გამუდმებული დიეტებით და ვიტამინების ნაკლებობით, აქვე გთავაზობთ

აბუსალათინის ზეთზე დამზადებულ, ვიტამინებით მდიდარ ნიღაბს : 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი+B6+B12 ; A და E ვიტამინი+2 ს.კ. ორთქლზე გამდნარი თაფლი+2ს.კ. ზეითუნის ზეთი.

თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ გარეგანი ჩარევა არ იქნება საკმარისი ,თუ თქვენი ორგანიზმი ისევ განაგრძობს “გამოფიტვას” ,  ასე რომ მიიღეთ საკვები, რაც დიდი რაოდენობით თუთიის და რკინის შემცველობით ( ხორცი, ლობიო, ქიშმიში… და ა.შ)

ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, განსაკუთრებით კი E   (ზეითუნის ზეთი,ავოკადო..)  და  B6 (საქონლის ღვიძლი,ხორბლის ფქვილი,ნიორი, ნიგოზი) ვიტამინებით, რომელთა ნაკლებობაც ხშირი მიზეზი ხდება თმის ცვენის.

და ბოლოს…პროფილაქტიკისთვის კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ:

ნუ იბანავებთ ძალიან ცხელ წყალში (ის არც ისე კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, რაც ხელს უწყობს თმის ცვენას)

ამოიღეთ ბალზამი ხმარებიდან ! თუ დაზიანებული თმა გაქვთ შეცვალეთ ის ნიღბით.

თუ ატყობთ რომ ცვენა გეწყებათ შეცვალეთ შამპუნი, შეიძლება მისი ქიმიური შემადგენლობა არ უხდებოდეს თქვენს თმას.

უკვე დაზიანებულ ადგილებში კარგია ნივრის წვენის წასმაც.

და რაც მთავარია არ ინერვიულოთ !!! გახსოვდეთ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე !

წარმატებებს გისურვებთ !!! <3