თქვენი თმის ფერი

რატომ არის, როდესაც რომელიღაც თმის ფერი ძალიან მოგწონთ და შეღებვის , შესაძლოა ბევრი წვალების და თმის დაზიანების
საფასურად მიღებული, თუნდაც იდენტური ფერი არ გიხდებათ.
ან ზოგჯერ ფერფლისფერი ქერა ასაკს გმატებთ, როდესაც თქვენივე ასაკის ქალბატონი იდეალურად იხდენს.
კიდევ ხშირია ფრაზა “მე ქერა საერთოდ არ მიხდება” . დამიჯერეთ არ არსებობს ქალი ვისაც ქერა არ მოუხდება თუ ის სწორად
არის შერჩეული.

დღესდღეობით უკვე არის უამრავი საშუალება,რომ  თმის ფერთან დაკავშირებული წარუმატებელი ექსპერიმენტები მინიმუმამდე დავიყვანოთ,
ამას კიდევ ცალკე თემაში განვიხილავთ ,იქამდე კი კონკრეტულად  შევჩერდეთ ამ საკითხზე:

როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი ფერი.
შესაძლოა ბევრმა არ იცის , რომ ისევე როგორც წელიწადის დრო ,ქალის ტიპაჟებიც  4 ძირითად კატეგორიად იყოფა:
გაზაფხული , ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
თუ კარგად დაუკვირდებით ყველა სეზონის თანმხლები ფერი შესაბამის ტიპაჟთან ასოცირდება.თმის ფერი

ვიწყებთ გაზაფხულით !!!

ნატურალური ქერა გოგონების უმეტესობა ამ ტიპაჟს განეკუთვნება,
მისი ბუნებრივი თმის ფერი არის ოქროსფერი ელემენტებით, თაფლისფერი და
იშვიათ შემთხვევაში მუქი, ოღონდ აუცილებლად მორიჟაო ტონით.

მათი წამწამები თითქმის უფეროა,
კანის ფერი კი ღია ატმისფერი, ის მთლიანობაში
ნაზი, ფერმკრთალი  არამკვეთრი შესახედაობის არის. ვრცლად>>>>

 

 

 

 

 

თმის ფერი

 

 

ზაფხულის ტიპაჟის გოგონები სახეზე ცივი ვარდისფერი ტონით გამოირჩევიან,

მათი ბუნებრივი თმის ფერი მუქი ქერადან ღია ქერამდეა,

მაგრამ აუცილებლად ფერფლისფერი ტონი დაყვება, წარბები უმეტეს შემთხვევაში თმის ფერის იდენტურია.
ადვილად იღებენ ნამზეურს და მუქდებიან ცივ შოკოლადისფრამდე
ვრცლად >>>

 

 

თმის ფერი

 

 

 

შემოდგომის ტიპაჟის გოგონების ყველაზე რთულად ან თითქმის ვერ ირუჯებიან,

წითლდებიან და ადვილად იწვებიან მზეზე.
მათი ბუნებრივი თმის ფერი რიჟა, მოწითალო ან მოყვითალო ყავისფერია,

კანი კი ბეჟი უმეტესშემთხვევაში ოქროსფერი ჭორფლებით ,
ვრცლად >>>

 

 

 

თმის ფერი

 

 

 

ზამთარი ყველაზე ადვილად გამოსარჩევი ტიპაჟია.

შავი ან მუქი ყავისფერი (იშვიათ შემთხვევაში მოთეთრო ნაცრისფერი ქერა) თმით და
თეთრი კანის ფერით.
წარბებიც და წამწამებიც საკმაოდ მუქ ტონალობაში,

ზამთარი ,ეს არის კატეგორია,ისეთი მკვეთრი შეხედულებით
რომელსაც თითქმის მაკიაჟი არ სჭირდება. ვრცლად >>>

 

 

 

ძირითადად კი თმის ფერში და არამარტო , ორი ქვეკატეგორიაა თბილი და ცივი ტონები.
თბილი ტონია ფერი რომლის ძირითადი პიგმენტი ყვითელია,ხოლო  ცივი ტონის ძირითადი პიგმენტი ფერფლისფერია.
გაზაფხულს და შემოდგომას თბილი ტონები აერთიანებთ და
ზამთარს და ზაფხულს ცივი.

P.S. ზოგადად ეს თემა კოლორისტის საქმეა,რომელსაც შეეძლება ზუსტად განსაზღვროს თქვენი ტიპაჟი,შეგირჩიოთ თქვენთვის იდეალური ფერი და მეტი თავდაჯერებულობისთვის თუ საშუალება იქნება მოგასინჯოთ პარიკები/შინიონები შერჩეული ფერის იდენტური,რომ თავად დარწმუნდეთ არჩევანის სისწორეში.

                                                             წარმატებულ ექსპერიმენტებს გისურვებთ !!!

 

2 thoughts on “თქვენი თმის ფერი

    1. გამარჯობათ, ჩვენი მისამართია ვაჟა-ფშაველას 78 ა. თმის დაგრძელებაზე კონსულტაცია უფასოა

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *